ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთმა 3,7 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის

უკრაინული მედია იუწყება, რომ შვედეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაახლოებით 40 მილიონი შვედური კრონი (3,7 მილიონი დოლარი) გამოყო.
როგორც შვედეთის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, სტოკჰოლმი ამ მხარდაჭერას გაეროს კვების პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, დეკემბერში შვედეთმა უკრაინელების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო. გასულ კვირას კი შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინას თავისი Gripen-ები (გამანადგურებელი თვითმფრინავები) მიაწოდოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.