პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მესამე ტრანში - ფონდისგან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.