ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, თავდაცვის სფეროში, დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა.
გამოცემის ცნობით, ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები განაღმვის, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა საკითხებს მოხმარდება.
რაც შეეხება საქართელოს, თანხა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გამოყოფილი. საქართველოს შემთხვევაში თანხები სხვა საკითხებთან ერთად პროექტებს კრიზისის მენეჯმენტს, კიბერუსაფრთხოებას, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებას მოხმარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.