პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გამოყოფილი 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 490 ათასი აშშ დოლარი) ისეთ სფეროებში არსებულ პროექტებს მოხმარდება, როგორებიცაა - კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება.
შვედეთის მთავრობა ცალკე სახსრებს გამოყოფს უკრაინისთვის (50 მილიონი შვედური კრონა) და მოლდოვისთვის (5 მილიონი შვედური კრონა).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.