შვედეთი თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას მიესალმება
შვედეთი თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას მიესალმება, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
„ჩვენ თურქეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის დამტკიცებას მივესალმებით“, - წერს ბილსტრომი X-ზე.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესახებ შემდეგ ნაბიჯს თურქეთის პარლამენტის კენჭისყრა წარმოადგენს.
„ჩვენ ნატოში გაწევრიანებას მოუთმენლად ველით“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება კენჭისყრა თურქეთის პარლამენტში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.