ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაამტკიცა

თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმი საგარეო ურთიერთობათა კომისიის დღის წესრიგში პირველად 16 ნოემბერს დადგა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს კომიტეტი მეორედ შეიკრიბა. მისი ხელმძღვანელმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ შვედეთმა გადადგა ნაბიჯები, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად.
შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება. ამ მომენტისთვის უცნობია თუ როდის შედგება ასეთი კენჭისყრა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.