ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას უნგრეთმაც დაუჭირა მხარი – ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამით, ფაქტობრივად, დასრულდა შვედეთის ალიანსთან მოლაპარაკების 2-წლიანი პროცესი. ქვეყანა NATO-ს რიგით 32-ე წევრი გახდება.
“დღეს ისტორიული დღეა. ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. შვედეთი მზად არის აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ ქრისტერსონმა.
Today is a historic day. The parliaments of all NATO member states have now voted in favour of Swedish accession to NATO. Sweden stands ready to shoulder its responsibility for Euro-Atlantic security. — SwedishPM (@SwedishPM) February 26, 2024
ულფ ქრისტერსონი ბუდაპეშტში საქმიანი ვიზიტით გასულ პარასკევს, 23 თებერვალს იმყოფებოდა. ის პირადად შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტს, ვიქტორ ორბანს. დღეს, 26 თებერვალს კი უნგრეთის პარლამენტის 199 დეპუტატიდან 194-მა მხარი დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
გასულ წელს NATO-ს წევრი გახდა ფინეთიც. ორივე ქვეყანამ ალიანსის წევრობაზე განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის საბაბად ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მზაობა გამოთქვა და ამისკენ სწრაფვა დაიწყო.
ალიანსში ახალი ქვეყნის მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ფინეთისა და შვედეთის სურვილს, გამხდარიყვნენ NATO-ს წევრები, თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო დროულად დათანხმდა. პროცესი გააჭიანურა თურქეთისა და უნგრეთის პოზიციებმა. თუმცა, საბოლოოდ, ორივე წევრი ქვეყანა დათანხმდა ალიანსის გაფართოებას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.