ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

კანონმდებლებმა შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას 188 ხმით დაუჭირეს მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგი იყო.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და „ისტორიული“ უწოდა.

„შვედეთი მზად არის აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა შვედეთის პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს ფინეთი გახდა ნატოს 31-ე წევრი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.