შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს

სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ის „ნდობის აღსადგენად“, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სანდოდ მოეკიდონ წუხილებს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში.
„მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ყველა ძალასთან პარლამენტში, ვინც ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. სამოქალაქო საზოგადოებისა და ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს და ზრდის პოლარიზაციას. ისინი უნდა გაიწვიოს”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ