არქივი27 ოქტომბერი, 2024, 20:07
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ უწესრიგობებსა და დარღვევებს ადასტურებს, რა სირცხვილია

საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ უწესრიგობებსა და დარღვევებს ადასტურებს, რა სირცხვილია. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ უწესრიგობებსა და დარღვევებს ადასტურებს. რა სირცხვილია. ტაშს ვუკრავ ქართველ ხალხს, რომელიც დაშინების მიუხედავად მასობრივად გამოვიდა ხმის მისაცემად. ევროპული მომავლის მათ სურვილს პატივი უნდა სცეს საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ”, - წერს ბრაჟე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.