შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებები და მათ წინააღმდეგ განაჩენები საქართველოს დემოკრატიას შლის

ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებები და მათ წინააღმდეგ განაჩენები საქართველოს დემოკრატიას შლის , – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებები და მათ წინააღმდეგ განაჩენები საქართველოს დემოკრატიას შლის. საქართველოს ხელისუფლება ასევე უფრო აძლიერებს თავის ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.
შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური ქართული საზოგადოების გვერდში დგომას,” – წერს სტენეგარდი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება