ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას – შვედეთის საგარეო მინისტრი

ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას – შვედეთის საგარეო მინისტრი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენენგარდი “დემოკრატიაზე ძირის გამოთხრად” აფასებს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “ქართული ოცნება” ასევე აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ “რეპრესიებს”.
“ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება და სასჯელები ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს ხელისუფლება ასევე აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს. შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური ქართული საზოგადოების მხარდაჭერას”, – წერს ის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.