ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საბაჟო სამსახური ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესულ რუსულ გემს ამოწმებს

შვედეთის საბაჟო სამსახური ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესულ რუსულ გემს ამოწმებს

შვედეთის საბაჟო სამსახური ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესულ რუსულ გემზე შემოწმებას ატარებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შვედეთის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული სატვირთო გემი ქვეყნის ტერიტორიულ წლებში პარასკევს, ძრავის პრობლემების გაჩენის გამო შევიდა.
საბაჟო სამსახურის პრესსპიკერის, მარტინ ჰოლუნდის ცნობით, გემის, Adler-ის მფლობელი კომპანია ევროკავშირის სანქციების სიაშია.
„გუშინ ღამით, 01:00 საათის შემდეგ, შვედეთის სანაპირო დაცვისა და პოლიციის მხარდაჭერით საბაჟო შემოწმების მიზნით გემზე ავედით. შემოწმება გრძელდება“, - აღნიშნა ჰოლუნდმა.
ასევე, მისი თქმით, გემმა რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტი 15 დეკემბერს დატოვა, თუმცა შვედეთის საბაჟო სამსახურს მისი დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
Reuters-ის ინფორმაციით, გემი Adler-ის მფლობელი კომპანია M Leasing LLC აშშ-ის მიერაც არის დასანქცირებული და მას ბრალად იარაღის გადაზიდვაში მონაწილეობა ედება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.