ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ნოვოროსიისკის პორტში მდგომი რუსული წყალქვეშა ნავი Varshavyanka საზღვაო დრონების, Sea Baby-ის გამოყენებით ააფეთქა.
„აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. წყალქვეშა ნავზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის ოთხი გამშვები დანადგარი იყო, რომლებსაც მტერი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი ტიპის წყალქვეშა ნავის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.