ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს - იენს სტოლტენბერგი

შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში დაწერა.
„შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს NATO-ს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას“,- აცხადებს სტოლტენბერგი.
შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.