ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგი - შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და ალიანსს უფრო დაცულს ხდის

შვედეთი ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და ალიანსს უფრო დაცულს ხდის.
“ეს ოფიციალურია - შვედეთი ახლა უკვე ნატოს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის. ველი ორშაბათს მათი დროშის ნატოს შტაბ-ბინაში აღმართვას”, - წერს სტოლტენბერგი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.