ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შე ბო***ისშვილო, ხელი არ შემახო, ბო***ისშვილო" - ცნობილი ხდება, რა სახის შეურაცხყოფა მიაყენა ხავიმ მთავარ არბიტრსა და მეოთხე მსაჯს

"შე ბო***ისშვილო, ხელი არ შემახო, ბო***ისშვილო" - ცნობილი ხდება, რა სახის შეურაცხყოფა მიაყენა ხავიმ მთავარ არბიტრსა და მეოთხე მსაჯს
Movistar+ იმ მიზეზზე წერს, რის გამოც მთავარმა მსაჯმა ისტვან კოვაჩმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხავი 56-ე წუთზე გააგდო.
შე ბო***ისშვილო, ხელი არ შემახო, შე ბო***ისშვილო", - უთხრა მისკენ მიმავალ არბიტრს კატალონიელთა დამრიგებელმა.
როდესაც "ბლაუგრანას" თავკაცი მიხვდა, რომ მსაჯი მას აძევებდა, უკვე შემდეგი სახის ფრაზა წარმოთქვა:
"მიდი, ამოიღე ეგ ბარათი შე ბო***ისშვილო!".
მოედნიდან გასვლის წინ კი ერნანდესმა მეოთხე მსაჯსაც მიაყენა შეურაცხყოფა. "შენი დედაც, ნაბიჭვარო", - იყო ხავის სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მა "ბარსელონა" გასვლაზე 4:1 დაამარცხა, ორი
მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "დორტმუნდს" დაუპირისპირდება.
ხავის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ არბიტრმა კოვაჩმა "ბარსელონას" მოთამაშე გაუძევა, მისი გაძევების შემდეგ კი პენალტიც დაუდო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.