ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი მოულოდნელად თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს და თავში ჩაარტყა. ამ დროს მდინარაძე ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს ტრიბუნიდან პასუხობდა.

მანამდე მან პარლამენტარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება