არქივი3 აპრილი, 2026, 23:21
"შე აგენტო", "გააგებინეთ კობახიძეს" დაპირისპირება ფასების კომისიაზე (ვიდეო)

პარლამენტში, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა, დღეს 3 აპრილს მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მედიკამენტების ფასებზე მსჯელობა კამათში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ერთ მომენტში სატელევიზიო ტრანსლაციის ხმაც კი გათიშეს.
დაპირისპირება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატ ეკა სეფაშვილსა და გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქციის წევრს , დაჯი კოვზირიძეს შორის დაიწყო, მანამდე იყო კონფლიქტი კოვზირიძესა და საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს შორის.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.