არქივი3 აპრილი, 2026, 11:20
“ფასების საპარლამენტო კომისიაზე” დღეს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ
0
დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.
პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, დარგის წარმომადგენლების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.