ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შეჯიბრების ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან“ - უვე ბეიერი

გუდაურში „სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრებები ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელმა სპორტსმენმა შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრონდინმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრების დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, „ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან” .
„გუდაურის ივენთის ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ! მეორე დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა სეზონის საუკეთესო ღონისძიება იქნება“, - განაცხადა უვე ბეიერმა.
შეგახსენებთ, „სნოუბორდ კროსის დისციპლინაში“ მსოფლიო თასის ჩემპიონატი 3-4 თებერვალს ჩატარდა.
შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი კი, ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.