ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები, პროფესიონალები არიან – არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება – ირაკლი კობახიძე

ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები, პროფესიონალები არიან – არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება – ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერის მრჩევლების გადახედვას არ გეგმავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში, მას ამისთვის დრო სჭირდება.
„კონკრეტულად ეს ორი ადამიანი [ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი] არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც არის ძალიან ღირებული კადრი. რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: მზად ვარ, ირაკლი კობახიძესთან ერთად გავაღრმაოთ თანამშრომლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის – ჩინეთის პრემიერი

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.