შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
![შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/9251b8c0193585561071a438f4585b08-dnCWYz.jpeg)
კოვიდ-19-მა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მათ შორის სპორტსა და ფეხბურთზეც. დღევანდელი გადასახედიდან, რაღაცები სახალისოდ გვეჩვენება, მაშინ კი ასე არ იყო... პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში (2021 წლის ნოემბერი) ამ ქვეყნის ლიგისთვის შეუფერებელი რამ მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო "ბელენენსეშის" რიგებში თამაში მხოლოდ 9 ფეხბურთელს შეეძლო (მათ შორის 2 მეკარე იყო), "ბენფიკას" წინააღმდეგ მათი შეხვედრა არ გადაიდო. პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრი იძულებული გახდა, მატჩი შეეწყვიტა.
საწყისი 45 წუთის შემდეგ ლისაბონელები 7:0-ს იგებდნენ, მთავარმა მსაჯმა მოტამ კი
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებლად ჩათვალა. ნუნიესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ცოტა ხნით ადრე "ბარსელონას" კარში რეალური საგოლე მომენტის გამოუყენებელმა სეფეროვიჩმა - დუბლი.
"ბელენენსეში" ამჟამად პორტუგალიის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.
ბენზემას 1 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფერდა...
Golden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა
მატჩის შეწყვეტა,მოედანზე მხოლოდ 8 კაცის დარჩენის შემთხვევაში შეიძლება,თუ სწორად მახსოვს.ჯერ ფედერაციას სირცხვილი,თამაში რომ არ გადადეს,მერე კი ბენფიკას,ასე რომ გაიმეტეს უძლური მეტოქე.თავმოყვარე გუნდი,ასე არ უნდა იქცეოდეს.ისიც არ მესმის,თუ მოედანზე 9 კაცი მაინც იყო,მსაჯმა რა უფლებით შეწყვიტა მატჩი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.