ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შეხვედრები გაგრძელდება“ - დასრულდა შეხვედრა მიქანაძესა და თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის

„შეხვედრები გაგრძელდება“ - დასრულდა შეხვედრა მიქანაძესა და თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ხანგრძლივი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დასრულდა.
თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება“ არ მიღებულა.
„დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ განაცხადა, რომ მიქანაძემ ბევრჯერ თქვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია“, თუმცა:
„ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენც ვიფიქრებთ შეჯერებულ ვარიანტზე და თქვენც იფიქრეთო“.
ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება გაერთიანებას.
„სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია“, - თქვა შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა პროფესორმა, თსუ-ს ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
· 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.
· აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
· ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
· განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.
· საუნივერსიტეტო განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.