რუსტემ უმეროვი – აბუ-დაბიში უკრაინას, -სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა – მოლაპარაკებები 5 თებერვალს გაგრძელდება

აბუ-დაბიში უკრაინას, -სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, შემდეგი შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„აბუ-დაბიში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი დღეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდა.
ჩემთან ერთად უკრაინული დელეგაცია მოიცავდა კირილ ბუდანოვს, დავით არახამიას, სერგეი კისლიცას, ანდრეი გნატოვს, ვადიმ სკიბიცკისა და ალექსანდრ ბევზს.
შეერთებული შტატების მხრიდან კონსულტაციებს ესწრებოდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუენბაუმი, ისევე როგორც დანიელ დრისკოლი და გენერალი ალექს გრინკევიჩი. რუსული მხარე მაღალ სამხედრო დონეზე იყო წარმოდგენილი.
სამუშაო შინაარსიანი და პროდუქტიული იყო, ფოკუსირებული იყო კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ვამზადებთ ანგარიშს,” – წერს უმეროვი.
ცნობისთვის, აქამდე უმეროვის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება ხუთშაბათს, 5 თებერვალს, იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!