არქივი30 ნოემბერი, 2024, 11:20
მიხაილ როთი - საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს - ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა

საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს და ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ თავდადებული ევროპელების გვერდით უნდა დავდგეთ. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა“, - წერს მიხაილ როთი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.