ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეწყალებულთა შორისაა „აგენტების კანონის“ აქციებისას დაპატიმრებული დემონსტრანტი ბუბუტეიშვილი

შეწყალებულთა შორისაა „აგენტების კანონის“ აქციებისას დაპატიმრებული დემონსტრანტი ბუბუტეიშვილი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 226 ადამიანს შორის ერთ-ერთი არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - დემონსტრანტი, რომელიც 2024 წლის მაისში დააკავეს - „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას.

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა 27 აგვისტოს გამოსცა შეწყალების აქტი - შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

მათს შორისაა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - რომელმაც ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით 2026 წლის მაისში მიმართა. ეს ინფორმაცია აქტივისტურ ჯგუფებში გავრცელდა; ასევე, დაწერა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მას თითქმის 2 წელი და 4 თვე ჰქონდა საპატიმროში გატარებული, - ხოლო შეწყალების გარეშე კიდე 2 წლისა და 8 თვის მოხდა მოუწევდა.

ვინ არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს მოსამართლე ზვიად შარაძემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 20 იანვარს მიუსაჯა.

მას ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 2024 წლის 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს.

დემონსტრანტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:

  • ​187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
  • 353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).

ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია.

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.

ვრცლად

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.