ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა "შტურმს" გამარჯვება მოუპოვა და გაალიდერა

შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა "შტურმს" გამარჯვება მოუპოვა და გაალიდერა

ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ბლაუ-ვაისს“ 2:1 მოუგო.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ის 71-ე წუთზე მცველმა სილვან ვალნერმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და „შტურმს“ გამარჯვება მოუპოვა.
კიტეიშვილმა ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.6, sofascore 8.0.
„შტურმი“ 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.
ბლაუ-ვაისი - შტურმი 1:2
გოლები: 0:1 ბიერეტი (18), 1:1 გოიგინგერი (33), 1:2 კიტეიშვილი
(71, პენ)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.