ალთუნაშვილის "ვოლფსბერგერმა" სტუმრად კიტეიშვილის "შტურმს" დამაჯერებლად მოუგო
ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგერთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, სტუმართა რიგებში კი - სანდრო ალთუნაშვილმა.
„შტურმს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით მესამე ადგილზეა და 25 სექტემბერს, მეექვსე ტურის გადადებულ მატჩში, ვენაში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.
"ვოლფსბერგები" 13 ქულით გალიდერდა და 29 სექტემბერს "ტიროლს" მიიღებს.
შტურმი - ვოლფსბერგერი 0:3
გოლები: 0:1 ბალო (20), 0:2 ატანგა (72), 0:3 კოიზეკი (90+4)
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა - "ბარსელონამ" ტურნირი წაგებით დაიწყო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.