არქივი27 ოქტომბერი, 2024, 22:53
„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით არჩევნების შესახებ“ – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს.
საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, – აცხადებს იგი.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.