შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია

შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
ფოტო: Tag Hartman-Simkins / Futurism
19
წაკითხვა
ტეხასის A&M უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც ლაბორატორიის ხნიერ თაგვებში მუშა მეხსიერება გააუმჯობესა. მათი თქმით, ეს ეფექტი ანთებითი პროცესების მარკერების შემცირებით მიიღწევა, ისინი კი ტვინის დაბერებასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრების თქმით, შეიძლება ეს პრეპარატი ოდესმე ხანდაზმულ ადამიანებში გამოვიყენოთ, როგორც ნევროლოგიური დაავადებების (მათ შორის დემენციის) საწინააღმდეგო არაინვაზიური საშუალება. ასევე, შესაძლებელია ამ გზით ისეთ კოგნიტიურ დისფუნქციას ვუმკურნალოთ, როგორიც მოზრდილებში გამოვლენილი გონების დაბინდვაა.
სპრეი ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ბიოლოგიური ნაწილაკებისგან შედგება, რის შესახებაც ავტორები გამოცემაში Extracellular Vesicles გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.
“ჩვენი მიდგომა დაბერების მნიშვნელობას ცვლის. მიზანი ტვინის ჯანმრთელად დაბერებაა: ადამიანებისთვის აქტიურობის, ფხიზელი გონებისა და ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნება”, — ამბობს ნეირომეცნიერების პროფესორი, აშოკ შეტი.
მსოფლიოში დემენცია დაახლოებით 69.2 მილიონ ადამიანს აქვს, 2030 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს რაოდენობა 82 მილიონამდე გაიზრდება. ხანდაზმულ ადამიანებში ტვინის დაბერება ჰიპოკამპუსის ზონაში ანთებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მარკერის სიჭარბით ვლინდება. ეს მიტოქონდრიულ დისფუნქციასა და ოქსიდაციურ სტრესსაც ემთხვევა (თავისუფალი რადიკალებისა და ანტიოქსიდანტების ბალანსის დარღვევა).
ამ ყველაფერთან შესაწინააღმდეგებლად მეცნიერებმა უჯრედგარე ვეზიკულები შექმნეს, ანუ მნიშვნელოვანი მოლეკულების (მაგ. მიკრო რნმ-ის) შემცველი “ჯიბეები”, რომლებიც ერთმანეთთან მემბრანებითაა შეკავშირებული. ისინი ბუნებრივი ღეროვანი უჯრედებისგან მიიღეს.
მიკრო რნმ-ს უჯრედები ცილების წარმოსაქმნელად იყენებენ; შეიძლება ამ მექანიზმს თერაპიული მკურნალობის ფუნქცია მივანიჭოთ და ანთება შევამციროთ. ამისთვის სპეციფიკური ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების პროვოცირებაა საჭირო.
ექსპერიმენტისთვის მკვლევრებმა 18 თვის თაგვები შეარჩიეს, რაც ადამიანებში 60 წლის ასაკის ეკვივალენტურია. მათ უჯრედგარე ვეზიკულების შემცველი სპრეი ცხვირში შეასხურეს. შედეგად, ამ მღრღნელების ტვინში ანთების მარკერები სხვებთან შედარებით შემცირდა, მეხსიერება და კოგნიტიური ფუნქციები კი გაუმჯობესდა. ავტორები ამბობენ, რომ ეს ტვინში ბუნებრივად არსებული თვითაღდგენის სისტემის გააქტიურებაა.
მათ ამ ახალი სპრეის პატენტის მიღებაზე განაცხადი უკვე შეიტანეს და იმედი აქვთ, რომ ადამიანებში გამოსაყენებელი თერაპიის შემუშავებას მალე დაიწყებენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია1907 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1178 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ891 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს836 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ509 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა

ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა

ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
მეცნიერება
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული