ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ფოტო: VCG/VCG via Getty Images
9
წაკითხვა
შარშან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რობოტების ნახევარმარათონი გაიმართა. ზოგმა მათგანმა ფინიშის ხაზამდეც კი ძლივს მიაღწია. ყველაზე სწრაფმა რობოტმა 21 კმ 2 საათსა და 40 წუთში დაფარა, რაც ადამიანს ჯილდოს ძლივს მოუტანდა.
კვირას გამართულ ნახევარმარათონში კი ჰუმანოიდმა რობოტებმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს. მათგან ყველაზე სწრაფი Honor-ის (სმარტფონების დამამზადებელი ჩინური კომპანია) შექმნილი ჰუმანოიდი აღმოჩნდა, რომელმაც გასავლელი მანძილი (21,1 კმ) სულ რაღაც 48 წუთსა და 19 წამში დაფარა. ეს 9 წუთით უფრო ნაკლებია, ვიდრე ადამიანის რეკორდი. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი უგანდელ მორბენალს, ჯეიკობ კიპლიმოს ეკუთვნის.
რეკორდსმენ რობოტს ადამიანები დისტანციურად მართავდნენ. მეორე ჰუმანოიდმა, რომელიც ასევე Honor-ის დამზადებულია, ფინიშის ხაზი 50 წუთსა და 26 წამში გადაკვეთა, რაც ასევე “აუმჯობესებს” კიპლიმოს რეკორდს.
საინტერესოა, რომ კონკურსის შეფასების წესებიდან გამომდინარე, გამარჯვებულად მეორე რობოტი გამოცხადდა.
ასევე იხილეთ: მოკრივე რობოტი, რომელიც ადამიანს ესპარინგება
გასულ წელთან შედარებით ეს გასაოცარი პროგრესია, რაც ამ დარგის განვითარების სისწრაფეს კარგად ასახავს. სხვათა შორის, შარშან ჩინეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა. მათი აზრით, რობოტიკის სფეროს ასეთი ტემპით განვითარებამ შეიძლება სხვა ბაზრები და კვლევითი ინიციატივები უკანა პლანზე გადაწიოს.
ასევე იხილეთ: შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუმანოიდ რობოტებს უფრო მოკლე მანძილების გარბენაც გადასარევად ეხერხებათ. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში Unitree-ს H1 რობოტმა წამში 10,1 მეტრის გავლა შეძლო, რაც 2009 წელს დამყარებულ უსაინ ბოლტის რეკორდზე (საშუალოდ 10,44 მეტრი წამში) ნაკლებიც კია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2310 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1427 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ1043 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს945 ნახვა
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს859 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
ადამიანი
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
გადახედვა

ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ -კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა

ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?