ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სოფო გორგოძემ განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაწერა, თანამდებობას კი იანვრიდან დატოვებს.
შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე 2018 წელს დაინიშნა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი. მას მედიასთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.
თუმცა, მედიაში არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან პირადი მიზეზების გამო მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.