არქივი6 დეკემბერი, 2023, 14:28
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ტაბულას განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გორგოძემ გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა. ის ცენტრს მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.
გორგოძე შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად 2018 წელს დაინიშნა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.