ადამიანიSci-Techმეცნიერება
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
ფოტო: Getty
8
წაკითხვა
ბრიტანეთში ენდომეტრიოზი 10-იდან 1 ქალს აქვს. ეს მტკივნეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს უჯრედების მსგავსი უჯრედები სხეულის სხვა ნაწილშიც იზრდება. ქალებს ამ დიაგნოზის მისაღებად საშუალოდ 9 წელი სჭირდებათ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის საპილოტო კვლევის თანახმად, შეიქმნა ახალი ტექნიკა, რომლითაც დაავადებას უფრო მალე ამოიცნობენ. მიდგომა სპეციალიზებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას გულისხმობს.
დღესდღეობით ზუსტი დიაგნოზის მიღება ლაპაროსკოპიით ხდება. ეს მუცელში პატარა კამერის მოთავსებას გულისხმობს.
ახალ კვლევაში 19-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ენდომეტრიოზის დიაგნოზი ან უკვე მიღებული ჰქონდათ, ან ამ დაავადების საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ. მეცნიერებმა მათ სპეციალიზებული კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს. ამასთან ერთად, ნივთიერება მარაციკლატიდი შეუყვანეს, რომელიც ახალი სისხლძარღვების ჩამოყალიბების ადგილს მიემაგრა.
ახალი ტექნიკის გამოყენებით სწორად დიაგნოსტირება 16 ქალის შემთხვევაში გახდა შესაძლებელი. ეს მიგნება მართლაც იმედისმომცემია. მკვლევრების აზრით, ახალი ტექნიკა შეიძლება დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ეფექტიან ხელსაწყოდ იქცეს, განსაკუთრებით ზედაპირული პერიტონიალური ენდომეტრიოზის შემთხვევაში. ეს დაავადების ადრეული ფორმაა, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული და ამავდროულად რთულად ამოსაცნობია.
მიგნებას სხვა მეცნიერებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრის, ლუსი უიტაკერის თქმით, არაინვაზიური ტექნიკების განვითარება მართლაც აუცილებელია.
ამ საკითხზე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუ ეს მეთოდი მართლაც დაინერგა, დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზევე ინება შესაძლებელი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი ტექნიკა რადიაციასთან შემხებლობას მოიცავს, რაც სარისკოა. მეორე მხრივ, გარკვეული საფრთხეები ლაპაროსკოპისაც ახლავს თან, ამიტომ ახალი მეთოდისა და ლაპაროსკოპიის რისკების საფუძვლიანად შედარებაა საჭირო.
ნაშრომი გამოცემაში Lancet Obstetrics, Gynaecology and Women's Health გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
აფეთქებამ მზის ატმოსფერო “გახია” — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში6646 ნახვა
ტესტი: შენ უკეთ იცი წყლის ქიმია თუ სკოლის მოსწავლემ?6404 ნახვა
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია5979 ნახვა
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია2544 ნახვა
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა1988 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა
კოსმოსი
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
გადახედვა
ინტერნეტი
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს “ციფრული სასიცოცხლო წერტილები” დაუცველია
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს “ციფრული სასიცოცხლო წერტილები” დაუცველია
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
გადახედვა
ადამიანი
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
კოსმოსი
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
გადახედვა
დედამიწა
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს