შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას

შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
ფოტო: Louise Cheng
2
წაკითხვა
უცნობია, თუ რატომ ჩნდება სიმსივნე ტვინის თითოეულ უბანში სხვადასხვა სიხშირით. მაგალითად, გლიობლასტომის უფრო აგრესიული ფორმები დიდ ნახევარსფეროებში უფრო ხშირია, მედულობლასტომა კი ძირითადად ბავშვებს უჩნდებათ და ისიც, ნათხემში. საკითხის უკეთ შესასწავლად ახალი ნაშრომის ავტორებმა დროზოფილების (ე.წ. ხილის ბუზი) ტვინი გამოიკვლიეს.
ჩვენს ორგანიზმში კიბოსთან დაკავშირებული მუტაციები განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა უმეტესი მათგანი საშიში არ ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზმს ამ უჯრედების ამოცნობა და მოშორება შეუძლია. მეორე მხრივ, ზოგი უჯრედი სიმსივნედ ჩამოყალიბებას მაინც “ახერხებს”.ორგანიზმში არსებული სხვა მრავალი ქსოვილისგან განსხვავებით, ცოცხალი ადამიანის ტვინის შესწავლა ექსპერიმენტულად ძალიან რთულია, ამიტომ ამ ორგანოს მეცნიერები უმეტესად კლინიკური დაკვირვებით იკვლევენ.
ახალი ნაშრომის ავტორების არჩევანი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ: ადამიანებს და მწერებს ხომ თითქოს არაფერი აქვთ საერთო. ამის მიუხედავად, დროზოფილების ტვინიც მეტწილად ადამიანების მსგავსად ვითარდება, ამიტომ მათი შესწავლით შეიძლება ჩვენი ტვინის შესახებაც ბევრი გავიგოთ.
მეცნიერებმა დროზოფილების გენები დაარედაქტირეს, რამაც მათი ტვინის უჯრედების იდენტობის შენარჩუნებაში მონაწილე ცილებიც შეცვალა. ამის შედეგად მოწიფული ნეირონები ღეროვნის მსგავს უჯრედებად გადაიქცა, რომლებიც მუდმივად იყოფიან.
ეს მეთოდი აქამდეც გამოუცდიათ და იგი წარმატებით მუშაობს: დროზოფილებში კიბოს მსგავსი წარმონაქმნი ვითარდება ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეცნიერებს უჩვეულო სურათი დახვდათ.
ღეროვნის მსგავსი უჯრედები დროზოფილების ცენტრალურ ნერვულ სისტემას მთლიანად მოედო, თვითონ კიბო კი ტვინის მხოლოდ გარკვეულ უბნებში დარჩა. ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ზოგი უბანი სიმსივნის განვითარებისკენ მეტადაა მიდრეკილი.
ადრე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ცილა, სახელად Chinmo, რომელიც ღეროვნის მსგავსი უჯრედების განვითარებაშია ჩართული. მკვლევრებმა ნერვულ სისტემაში ამ ცილის რაოდენობა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ ტვინსა და კვანძოვან ნერვულ სისტემაში (სიმსივნე ამ უბნებში იყო) ანომალიური უჯრედები Chinmo-ს შეიცავდა. ხოლო მხედველობის წილებში (აქ კიბო არ ყოფილა) Chinmo საერთოდ არ აღმოჩნდა.
შემდეგი საფეხური კიბოსკენ მიდრეკილ უბნებში Chinmo-ს შემცირება და ამ ცილის მხედველობის წილებში გაგზავნა იყო. Chinmo-ს შემცირებისთანავე სიმსივნე გაქრა, თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ეს ცილა გაგზავნეს, ანომალიური უჯრედები წარმოიშვა.ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სიმსივნის წარმოქმნა არამხოლოდ მუტაციაზეა დამოკიდებული, არამედ იმ გარემოზეც, რომელშიც ეს მუტაციები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებს Chinmo არ გვაქვს, ამიტომ ეს მიგნება სრულყოფილი ანალოგია ვერ გამოდის. მეორე მხრივ, კვლევით დადგინდა, რომ შეიძლება ამოცნობადი მიზეზებით იხსნებოდეს ის, თუ რატომ ვითარდება სიმსივნე ტვინის ზოგ უბანში უფრო ხშირად. ისიც შესაძლებელია, რომ ის ცილები ჩვენც გვქონდეს, რომლებიც კიბოს განვითარებაზე მსგავსად ზემოქმედებს.ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა6552 ნახვა
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება1785 ნახვა
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება “ბაბუაწვერა დრონებით” შეისწავლონ1620 ნახვა
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა681 ნახვა
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს577 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ქიმია
ნისლი “ცოცხალია” — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
ნისლი “ცოცხალია” — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
გადახედვა
ადამიანი
საუბრისას “მმ” და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
საუბრისას “მმ” და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
ადამიანი
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
Next საქართველო
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ტირანოზავრ Gus-ის საწყისი ფასი Sotheby's აუქციონზე $30 მილიონი იქნება
ტირანოზავრ Gus-ის საწყისი ფასი Sotheby's აუქციონზე $30 მილიონი იქნება
გადახედვა
კოსმოსი
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
ინტერნეტი
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
ტექნოლოგიები
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple რბოლაში ერთვება
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple რბოლაში ერთვება
გადახედვა

“Google უკვე Google აღარ არის” — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
“Google უკვე Google აღარ არის” — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო