გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული

გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
ფოტო: Marina Khromova/iStock/Getty Images Plus
5
წაკითხვა
უამრავი კვლევაა ჩატარებული იმაზე, ცხოვრების როგორი სტილი ამცირებს ხოლმე დემენციის რისკს. ზოგი ასპექტი ყოველდღიურობაში მარტივი დასანერგია, მაგალითად, გონების ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ფიზიკური ვარჯიში. ზოგი რამის ამოცნობა და კონტროლი კი უფრო რთულია.
დემენციის მომატებულ რისკთან უამრავი ფაქტორია დაკავშირებული: ქრონიკული სტრესი, დაბერება, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია და ა.შ. ახალი მეტაანალიზით გამოვლინდა, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ერთი ფუძე აკავშირებდეს.
აქ ძილი იგულისხმება. უფრო კონკრეტულად ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ძილი ტვინის მეტაბოლური ნარჩენებისგან დაცლაში თამაშობს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები ნეირომოდულატორების ერთ ჯგუფზე კონცენტრირდნენ. ეს იმ ნივთიერებებს გულისხმობს, რომლებიც ძილს, გუნება-განწყობას, ენერგიასა და ყურადღებას არეგულირებს, მაგალითად, ნორეპინეფრინი, სეროტონინი, დოფამინი, აცეტილქოლინი. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერებები სისხლძარღვებზეც ზემოქმედებს.
ჯანმრთელი ძილის დროს ამ ნივთიერებების რიტმული მოძრაობა სისხლძარღვებს შეკუმშვა-გაფართოებაში ეხმარება. ამით ტალღები წარმოიქმნება, რომლებიც ტვინისთვის თავზურგტვინის სითხის მიწოდებაშია ჩართული.
დარღვეული ძილის დროს ეს რიტმი სუსტდება. ეს შეიძლება ტვინს ნარჩენებისგან დაცლაში უშლიდეს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრონიკული სტრესი, მენტალური დარღვევები, გულსისხლძარღვთა დაავადება და ასაკთან დაკავშირებული ძილის ცვლილებები შეიძლება ამ სისტემის გამართულად მუშაობას არღვევდეს.
მეტაანალიზის შედეგები შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ძილს აქამდე ნაკლებად შესწავლილი დანიშნულებაც აქვს, რომელიც შეიძლება დემენციას უკავშირდებოდეს: ტვინისთვის თავზურგტვინის სითხის მიწოდება.
იმის გამო, რომ ძილის ფენომენი ბოლომდე დღემდე არაა შესწავლილი, რთული დასადგენია, რამდენად აქვს ამ მიგნებას დემენციასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა6566 ნახვა
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება1789 ნახვა
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება “ბაბუაწვერა დრონებით” შეისწავლონ1623 ნახვა
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა682 ნახვა
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?587 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა
ადამიანი
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
დედამიწა
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — “ცივილიზაციის აკვანი”
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — “ცივილიზაციის აკვანი”
გადახედვა
Next საქართველო
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
ადამიანი
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
კოსმოსი
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
ინტერნეტი
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
ტექნოლოგიები
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple რბოლაში ერთვება
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple რბოლაში ერთვება
გადახედვა

“Google უკვე Google აღარ არის” — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
“Google უკვე Google აღარ არის” — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს