“შესაძლებლად ჟღერს” – რას ამბობს დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესებაზე

“შესაძლებლად ჟღერს” – რას ამბობს დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესებაზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, – ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, დაუწესებს თუ არა რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, უპასუხა : “შესაძლებლად ჟღერს“.
ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.