დონალდ ტრამპი – თუ მალე შეთანხმებას არ მივაღწევთ, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა რუსეთისთვის – მოდით, დავასრულოთ ეს ომი

ტრამპი პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ იქნება თანახმა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
“თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებული შტატებისთვის და სხვადასხვა სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ყიდის…
მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად – მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.
“შეთანხმების მიღწევის” დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!” – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “