შესანიშნავი საუბარი მქონდა ტრამპთან, შევთანხმდით თანამშრომლობის გაძლიერებაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეთანხმდა, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო დიალოგს და გააძლიერებენ თანამშრომლობას.
„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მას მივულოცე ისტორიული გამარჯვება – მისმა გასაოცარმა კამპანიამ შესაძლებელი გახადა ეს შედეგი. ვაფასებ მისი ოჯახის და გუნდის შესანიშნავად შესრულებულ სამუშაოს.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა.
შეერთებული შტატების ძლიერი და მტკიცე ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
I had an excellent call with President @realDonaldTrump and congratulated him on his historic landslide victory—his tremendous campaign made this result possible. I praised his family and team for their great work. We agreed to maintain close dialogue and advance our… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 6, 2024

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)