ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით“ - ზელენსკი

„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით“ - ზელენსკი

დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას X-ზე გაავრცელა და უკრაინა-აშშ-ის თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა:
„ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში შთამბეჭდავ გამარჯვებას!
მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები. მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალურ საქმეებში „მშვიდობის ძალით მიღწევის" მიდგომისადმი. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია სამართლიანი მშვიდობის დაახლოება უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას. ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში. ჩვენ დაინტერესებული ვართ განვავითაროთ ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ორივე ერს. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, მოწოდებულია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით. მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები შეერთებულ შტატებთან" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.