ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინი "ტენერიფეს" "ბასკონიას" დამარცხებაში დაეხმარა

გიორგი შერმადინის გუნდის შესანიშნავი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. "ლენოვო ტენერიფემ" ლიგა ენდესას 21-ე ტურში უშუალო კონკურენტსა და ცხრილში მეზობელ "ბასკონიას" უმასპინძლა. შეხვედრა ტენერიფელთა ბრწყინვალე გამარჯვებით – 95:78 დასრულდა, რაც ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაა.
საბოლოოდ გიორგი შერმადინზე მეტი ქულა ტენერიფელთაგან ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და 2-დან 2 ორქულიანი, ხოლო 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ სროლის უმაღლესმა პროცენტმა და დაკარგვის არქონამ განაპირობა ის, რომ შერმადინმა სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი
– 18 დააგროვა. მისი სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ტენერიფელთა ბომბარდირი მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 18 ქულა და 6 პასი დააგროვა. 13 ქულა ჰქონდა კაილი გაის.
12 მოგებითა და 9 მარცხით "ტენერიფე" ესპანურ ლიგა ენდესაში მე-7 ადგილზეა და ასეთივე ბალანსი აქვთ ცხრილში ზედა და ქვედა მეზობლებს – "მურსიასა" და დღეს ძლეულ "ბასკონიას". შემდეგ ტურში, 10 თებერვალს, შერმადინის გუნდი სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის "სარაგოსას" შეხვდება, რომელმაც დღეს დაძაბულ ბრძოლაში – 63:61 დაამარცხა ბრეოგანი. ანდრონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. მან ფეხი სარაგოსაში სადებიუტო მატჩში იტკინა და მას მერე, 2 კვირაა, მოედანზე აღარ გასულა.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.