ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელია დაბრუნდა - "ვირტუსმა" "პარტიზანს" სძლია

თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და ევროლიგის 25-ე ტურში "ვირტუსს" საკუთარ მოედანზე "პარტიზანის" დამარცხებაში (88:84) დაეხმარა.
შენგელიამ 21:41 წუთში 8 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 8 იყო.
"ვირტუსი" 16 მოგებით მესამე ადგილზეა და 9 თებერვალს "მონაკოს" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.