ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება "სარაგოსასთან"

შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება "სარაგოსასთან"

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" "სარაგოსას" უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 106:97 აჯობა. "სარაგოსა" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა და ბოლო მეოთხედსაც 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა – 75:71.
მასპინძლებმა გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს 35:20 აჯობეს და სეზონში მეათე შეხვედრა მოიგეს. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
"ტენერიფეს" ბრუნო ფიტიპალდომ ულიდერა, ურუგვაელმა მატჩი 16 ქულით, 1 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. "სარაგოსას" მხრიდან ყველაზე
მეტი ქულა ბოსნიელმა ემირ სულეიმანოვიჩმა ჩააგდო (23 ქულა).
"ტენერიფეს" ამ მოგებით 20 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატს 22-22 ქულით "ვალენსია" და "უნიკახა" ლიდერობენ. შერმადინის გუნდი მე-15 ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.