ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინის "ტენერიფემ" წვიმის გამო გადადებულ მატჩში სტუმრად "ბრეოგანი" დაამარცხა

შერმადინის "ტენერიფემ" წვიმის გამო გადადებულ მატჩში სტუმრად "ბრეოგანი" დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატში 10 დღის წინ წვიმის გამო გადადებული მატჩი ახლა ჩატარდა. გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" "ბრეოგანს" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში – 79:78 მოუგო. ეს მატჩი თავის დროზე იმის გამო შეწყდა, რომ დარბაზში წვიმა ჩამოვიდა და მისი გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამჯერად მატჩმა ექსცესების გარეშე ჩაიარა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ტენერიფელებმა მოპოვებული ლიდერობ შეინარჩუნებს და ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება იზეიმეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 6 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა სამივე ორქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში, შერმადინი საკმაოდ სარგებლიანი იყო.
4 მოგებითა და 1 წაგებით ტენერიფელები ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. მათ ერთი მატჩიც აქვთ გადადებული, თუმცა გაცილებით მძიმე მიზეზით – ვალენსიაში მომხდარი ტრაგიკული წყალდიდობის გამო ამ ქალაქის გუნდთან "ტენერიფელთა" დაპირისპირება 15 ნოემბერს შედგება. მანამდე კი შერმადინის გუნდი ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნას" სტუმრად შეხვდება.
GBF

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.