შერაზ გასრი – ნახვამდის საქართველო, მადლობა საფრანგეთის გუნდს ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში

მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.
“ნახვამდის საქართველო. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები. გაუმარჯოს!”, – წერს გასრი.
ინფორმაციისთვის, შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო