შერაზ გასრი – აღფრთოვანებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის

აღფრთოვანებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ბოლო ვიზიტი დიდგორის მემორიალთან, 1121 წლის „საკვირველი“ ბრძოლის გმირებისა და საქართველოს მებრძოლი და გამარჯვებული სულისთვის პატივის მისაგებად. სამუდამოდ აღფრთოვანებული და შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის“, – წერს შერაზ გასრი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა. შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო