ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელიას "ვირტუსმა" ევროლიგის პირველი გამარჯვება ბელგრადში, "პარტიზანთან" მოიპოვა

შენგელიას "ვირტუსმა" ევროლიგის პირველი გამარჯვება ბელგრადში, "პარტიზანთან" მოიპოვა

თორნიკე შენგელიას და მისი გუნდის პირველი გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაში. "ვირტუს ბოლონიას" აქამდე 4 წაგება ჰქონდა, სეზონის პირველი მატჩი კი ბელგრადში, ყველაზე მხურვალე ქომაგების გუნდთან, "პარტიზანთან" მოიგო. ბოლონიელებმა შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით, უილ კლაიბერნის ორქულიანით – 70:69 მოიგეს.
ბოლონიელებმა პირველი ტაიმი 5 ქულით დათმეს (32:37), ხოლო ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულას აგებდნენ – 57:61. შენგელიას გუნდმა ბოლო მეოთხედი 13:8 მოიგო და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა. როგორც გითხარით, გადამწყვეტი ბურთი კლაიბერნმა ჩააგდო, რომელიც 27 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შენგელიამ 26
წუთს ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან ერთი ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
"ვირტუსს" ევროლიგის მომდევნო ტურში "ბაიერნთან" საშინაო მატჩი ელის, რის შემდეგაც "მილანოს" ზუსტად ერთ დღეში ეთამაშება. ევროლიგის მატჩებამდე, შენგელიას გუნდი "კრემონას" დაუპირისპირდება.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.