ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ორლანდოს" გამარჯვება "ბრუკლინთან" და ბითაძის პირველი ქულები ახალ სეზონში

"ორლანდოს" გამარჯვება "ბრუკლინთან" და ბითაძის პირველი ქულები ახალ სეზონში

რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება: "ორლანდო მეჯიქმა", რომლის ღირსებასაც გოგა ბითაზე იცავს, შინ გამართული ზედიზედ მეორ შეხვედრაში "ბრუკლინს" უმასპინძლა და 116:101 დაამარცხა, რაშიც ქართველი ცენტრის წილი მოკრძალებულია.
ბითაძემ არასრული 6 წუთი ითამაშა. გოგა თამაშში მეორე პერიოდის დასაწყისიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ დროში 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც.
საუკეთესო ისევ პაოლო ბანკერო გახ
და, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. "ორლანდოს" ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა 8 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა 31 წუთში. შემდეგი მატჩი "ორლანდოს" 27 ოქტომბერს, მემფისში, "გრიზლისთან" ელის.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.