არქივი14 დეკემბერი, 2023, 21:50
შენგელიამ "ბასკონიას" 16 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა
ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ სტუმრად „ბასკონია“ 91:81 დაამარცხა.
შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:15 წუთში 16 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და მარგი ქმედების 20-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი მარკო ბილინელი იყო.
„ვირტუსი“ 10 მოგებით მესამე ადგილზეა და 19 დეკემბერს „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.